ნორვეგია პირველად მსოფლიოში ალანოგურ რადიოზე უარს ამბობს

ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც სრულიად უარს ამბობს ანალოგური რადიომაუწყებლობაზე. დღეს უკვე დაიწყეს ადრე დაანონსებული FM-რეტრანლატორების გათიშვა, იმის მიუხედავად, რომ ამან საზოგადოებაში არაერთგაროვანი რეაქცია გამოიწვია.
პირველი რეტრანლატორები დღეს ადგილობრივი დროით 11.11 წუთზე გაითიშა. საერთოეროვნული რადიოსადგურები ანალოგურ მაუწყებლობას წლის ბოლოსთვის სრულად შეწყვეტენ, ადგილობრივი მაუწყებლები კი – 5 წლის განმავლობაში.
ანალოგური სიგნალის მაგივრად მსმენელები ციფრულს მიიღებენ, რომელიც უფრო მეტად ხარისხიან სიგნალს იძლევა, იქნება უკეთესი ხმა და მიღება. ციფრული სიგნალი ნორვეგიაში 1990-იანი წლებიდან არსებობს.
პრობლემა იმაშია, რომ ციფრული სიგნალის მიღება მხოლოდ 70%-ს შეუძლია. პროექტის მოწინააღმდეგეები დარჩენილი 30%-ის უფლებების დაცვაზე საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიSamsung-ის ხელმძღვანელს კორუფციის საქმეზე დაკითხავენ
შემდეგი სტატიაგერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა სამჯერ შემცირდა