,,ნორმალურია ხალხო ეს მიმართვა?” – ბესელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ის პოლიტიკური ურთერთობის ფორმა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოდის ნორმალური არ არის.

,,ნორმალურია ხალხო ეს მიმართვა? გულწრფელად ვარ გაოგნებული. წარმოგიდგენიათ რომ პარლამენტის რომელიმე თანამშრომელმა, დეპუტატმა ან სამსახურის რომელიმე ხელმძღვანელმა პრეზიდენტს ასეთი ტერმინოლოგიებით მიმართოს? ასეთი რამე დასაშვებად მიგაჩნიათ? ეს ხალხი მრჩევლები არიან, სამსახურის ხელმძღვანელები თუ პარლამენტის ზედამხედველები ? მე, პარლამენტის ინსტიტუციურ თავმოყვარეობას ვიცავ და ეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მიმაჩნია, რომ წინა 4 წელიწადში პარლამენტის გასაძლიერებლად ცოტა რამ არ გამიკეთებია, არავისგან არ მივიღებ იმ მიმართვებს, რომ როდესცა ამ თემაზე ვლაპარაკობ, შერჩევით ვისაუბრო. მე ყოველთვის ვიყავი და ვარ პარლამენტის ინსტიტუციური სიძლიერის მომხრე და ამისთვის ბევრი გამიკეთებია. ამიტომ არ მიმაჩნია პოლიტიკურად ურთიერთობის ეს ფორმა ნორმალურად“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლება და პარლამენტის წევრები უპასუხისმგებლოდ იქცევიან“ – ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატიამკაცრი რეაგირება გვექნება თითოეულ ფაქტზე – ალავიძე პრემიერის განცხადებაზე