ნოემბერში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ 436 234 ვიზიტი განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წლის ნოემბერი 436 234 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 8.4 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტი – 144 109 ვიზიტი – საერთო რაოდენობის 33%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,6%, ტრანზიტი – 93 716 ვიზიტი – საერთო რაოდენობის 21,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,5%, სხვა – 198 409 ვიზიტი – საერთო რაოდენობის 45,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 11,2%.

რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 431 723 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,9%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2015 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანია და ლატვია, შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი , აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია, ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი, ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი – 79%-იანი მატებით. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოქალაქეების 10%-იანი ზრდა აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა