“ნოდარ ხადურმა ისეთი ცვლილებები შემოგვთავაზა, მეც გამიკვირდა”

“ბატონმა ნოდარ ხადურმა ისეთი ცვლილებები შემოგვთავაზა, მეც გამიკვირდა,”- ეს განცხადება პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრის დროს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის სფეროში ცვლილებები საჭირო არის.

“ნოდარ ხადურმა არაერთი საინტერესო ინიციატივა გააჟღერა კომიტეტებზე. ისეთი ცვლილებები იყო მეც გამიკვირდა. მე მოგიწოდებთ რომ ყურადღებით გაეცნოთ თქვენც.
ეს სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს ქვეყნის ბიზნესგარემოში.
ზოგადად საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ბევრი რამ არის. კონსტრუქტიული თანამშრომლობისთვის მზად ვართ. მოვისმენთ წინადადებებს განვიხილავთ, თუ თქვენი მხრიდან იქნება რეალური წინადადებები,” – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაში,,მელიქიშვილმა აბსოლუტური ჯოჯოხეთი დახატა თავის შეკითხვებში”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: არაფორმალური მმართველობა არ არის ჩვენს ქვეყანაში