ნოდარ ხადური: მთავარი სულაც არ არის ვინ ეწერება სიაში

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ინვესტიციების პლაცდარმი გახდეს

მინისტრებმა არ იციან, იქნებიან თუ არა წარმოდგენილი მმართველი გუნდის საპარლამენტო სიაში. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, “მთავარი არ არის ვინ ეწერება სიაში”.

“ჯერჯერობით ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. მთავარი სულაც არ არის ვინ ეწერება სიაში. მე ამ წუთას ვასრულებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობას”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განმარტებით კი, ამ თემაზე მასთან საუბარი არ ყოფილა და არჩევნებში კენჭისყრა მისთვის არ შეუთავაზებიათ. შეთავაზების შემთხვევაში კი, სუბარი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას იმის ხედვით მიიღებს, რა შეთანხმებაც პოლიტიკურ გუნდში შედგება.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე: მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება იდაოს გადაწყვეტილების თაობაზე
შემდეგი სტატია“რაც შეეხება იმას, დაიშლება თუ არა კოალიცია, ანტანტა დაიშალა და ამით სამყარო არ დაშლილა”