ნოდარ ხადური: მჯერა, საფრანგეთი მტკიცედ გააგრძელებს ჩვენი საერთო მტრის -ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისის საკრებულოს შენობაში მივიდა და საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ფინანსთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტების გამო, რომლებმაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლეს და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„შეძრწუნებული ვარ პარიზში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტების გამო, რომლებმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირეს. ვიზიარებ ფრანგი ხალხის უდიდეს ტკივილს და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს, საფრანგეთის ხელისუფლებას, ქვეყნის თოთოეულ მოქალაქეს. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულმა მთელი მსოფლიო შეძრა. გვიგულეთ თქვენ გვერდით ამ განსაცდელის დროს. მჯერა, საფრანგეთი მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ღირსეულად გადაიტანს მომხდარ ტრაგედიას და მტკიცედ გააგრძელებს ჩვენი საერთო მტრის – ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაში“ტერორიზმთან ბრძოლა გადავა ახალ და გადამწყვეტ ფაზაზე, საქართველოს მომავალი კი მთლიანად დამოკიდებული იქნება ამ ბრძოლის წარმატებაზე”
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია: ტერაქტები შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე