ნოდარ ხადური: მაღალი თანამდებობის პირთა შრომითი ანაზღაურება ჯამში შემცირებულია

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მინისტრების, მათი მოადგილეების და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა ხელფასები, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია.

ხადურის თქმით, ასევე მნიშვნელოვნად არის შემცირებული შრომითი ანაზღაურება ფინანსთა სამინისტროში.

მინისტრი განმარტავს, რომ ზოგადად, შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელფასების გამო, რაზეც ფინანსთა სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა.

“ყველა ის დოკუმენტი, რომელზეც ვალდებულია ჩვენი უწყება, რომ გადაუგზავნოს როგორც აუდიტის სამსახურს, ასევე პარლამენტს, ცხადია, გადაგზავნილია. არა ერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მინისტრების, მათი მოადგილეების და მაღალი თანამდებობის პირთა შრომითი ანაზღაურება ჯამში შემცირებულია. მათ შორის, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ფინანსთა სამინისტროში.

რაც შეეხება ზოგადად, ნამდვილად გაზრდილია შრომის ანაზღაურების ფონდი. ეს არის შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს ხელფასების გამო და ამაზე ფინანსთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება. მათ შორის იმ პერიოდში, როცა ჩვენ ბიუჯეტი გაგვქონდა პარლამენტში, გასული წლის ბოლოს”, – განაცხადა ხადურმა.

აუდიტის დასკვნის თანახმად, თითქმის ყველა სამინისტროში, სახელფასო დანამატების ფონდი გაზრდილია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვა
შემდეგი სტატიათბილისის მოსახლეობას ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება.