ნოდარ ხადური: ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები

ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

ხადურმა საქართველოში გასული წლისა და მათ შორის ბოლო ერთი თვის განმავლობაში შექმნილ სიტუაციას “საკმაოდ მძიმე” უწოდა და აღნიშნულის მიზეზად კვლავ რეგიონში, კერძოდ კი აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში მიმდინარე პროცესები დაასახელა.

“ამავე დროს დეკემბერში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვებმა გაზარდეს საპროცენტო განაკვეთი. ახლა ეს საპროცენტო განაკვეთი აღარ გაზრდილა, შესაბამისად, ლარზე დამატებით დაწოლას არ მოველით. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ამ წუთის მდგომარეობით, “ბლუმბერგზე” ერთი დოლარის ვაჭრობა 2,46 ლარის კურსით ხდება. ასევე ვალუტის კურსი დაწეულია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებშიც. მინდა გითხრათ, რომ შიდამაკროეკონომიკური პარამენტრები არ არის შეცვლილი და გაუარესებული. ისევე როგორც ბიუჯეტი და სახაზინო ოპერაციები არ ახდენს დაწოლას გაცვლით კურსზე”, – განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: იმ კვირიდან ვიწყებთ მამხილებელ აქციებს ყაჩაღი ბანკირების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაქართული სულგუნი მეათე ადგილზე მოხვდა