ნოდარ ხადური: ყველა სამსახურს ექნება ისეთი დაფინანსება, რომელიც მათ საქმიანობას ხელს არ შეუშლის

“თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივას, სახელმწიფო უსაფრთხოების დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პასუხობს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ საკითხს მთავრობის წევრებთან ერთად განიხილავს.

“ყველა სამსახურს ექნება ისეთი დაფინანსება, რომელიც მათ საქმიანობას ხელს არ შეუშლის, პირიქით, ხელს შეუწყობს. ყველა სამსახური, არ არის ეს მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები, არიან მობილიზებულები, მათ აქვთ შესაბამისი პირობები იმისათვის, რათა იმუშაონ და საქართველოში შენარჩუნებული იყოს წესრიგი და სიმშვიდე”, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაიას ადვოკატი ირაკლი ალასანიას დაკითხვას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: უნდა მოწვეულ იქნას უშიშროების საბჭო, რომელზეც დადგება ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის საკითხი