ნოდარ ხადური იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს კაე იანაგისავას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, სადაც 30 ივნისს – 1 ივლისს, ქ. კიოტოში, მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის პირველ შეხვედრაში, რომელშიც საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც BEPS-ის ასოცირებული წევრი.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, ქალბატონ კაე იანაგისავას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლო პერსპექტივა, რაც გულისხმობს JICA-ს მიერ საქართველოში დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების პორტფელის გაზრდას.

banner
წინა სტატიაშიწვევამდელებს შსს და სასჯელაღსრურლება ისევ მიიღებს – სავალდებულო გაწვევა მხოლოდ თავდაცვის უწყებისთვის უქმდება
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინი: 8 ოქტომბერი ისეთი სენსაციური შედეგით არ დასრულდება, როგორც ბრიტანეთის რეფერენდუმი