ნოდარ ხადური ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელების სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საჯარო და კერძო სექტორში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას.

ნოდარ ხადურმა ლასლო ბარანიაის ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

EIB-ის მხარდაჭერით, საქართველოში ხორციელდება პროექტები საგზაო, წყლის ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკის სექტორში, აგრეთვე მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად ერთვება ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებითაც. დღეს, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ევროკომისიისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთობლივი ფინანსური პროგრამის InnovFin – EU Finance for Innovators ფარგლებში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა.

ღონისძიებაზე განიხილეს ფინანსური დახმარების ის ინსტრუმენტები, რომლებიც ამ პროგრამის დახმარებით ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში არსებული ინოვაციური ბიზნესისთვის.

კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ შექმნილი ერთიანი მხარდაჭერის გეგმა ითვალისწინებს ინოვაციის დარგში მოქმედი მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების, ასევე, კვლევითი ინსტიტუტებისთვის მრავალფეროვანი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების შეთავაზებას.

banner
წინა სტატიაშიმდიდარი აფთარი და აფთრის მოდგმა – ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილზე და “ქართულ ოცნებაზე” საუბრობს
შემდეგი სტატიათავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა