ნოდარ ხადური: დავიბრუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ბარიკადებსა და მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობენ

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მინისტრი იმედოვნებს, რომ აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების თავგანწირვა, ამაოდ არ ჩაივლის.

“სამწუხაროდ, დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი დგას. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი საკუთარი მიწა მოვინახულოთ და ერთიანი პოლიტიკა განვახორციელოთ ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ბიჭების სისხლი, რომლებიც აქ განისვენებენ, ტყუილად არ ჩაივლის და ნამდვილად დავიბრუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ბარიკადებს და მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობენ”, – განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ მსოფლიო პრესა ბოლო დღეების განმავლობაში აგვისტოს ომის შესახებ წერს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრობლემა მივიწყებული არ არის.

ხადური მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ქვეყნის გამთლიანების გარეშე ვერასოდეს ვიქნებით წელში გამართული და ეკონომიკურად წარმატებული
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებულმა ოპოზიციამ” დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა