ნოდარ კერესელიძე აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი სოფლის მეურნეობის სექტორში სურსათზე მოთხოვნისა და მიწოდების ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელობის საკითხებზე გამახვილდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ კერესელიძემ მოსავლიანობის პროგნოზირების კვლევების პროექტის ფარგლებში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სიმინდის, ხორბლის, ციტრუსისა და ვაშლის კულტურის მოსავლიანობის პროგნოზირების შერჩევითი კვლევები წარმატებულად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA), სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსავლიანობის პროგნოზირების პროექტის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავების ნაწილში დახმარებას გაუწევს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრების შეხვედრა პრეზიდენტთან
შემდეგი სტატიაშენსავით რიზეს და ხოფას ბაზრობაზე არ მიმიღია განათლება-ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშს პასუხობს