ნოდარ ჯავახიშვილი საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის

javaxishvili

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

ამ კუთხით არსებული ვითარების თაობაზე მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა.

ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, გარკვეულ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჭირდა გადაადგილება და ამის მიზეზად კონტრაქტორების მხრიდან ახალი წლის დღეებში თანამშრომლების გამოყვანის პრობლემა დასახელდა. პრობლემა იყო ტექნიკის მხრივაც.

“იყო პერიოდი, როდესაც მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია, არაფერი არ ამართლებს ამას, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან. იყო ტექნიკის პრობლემებიც. ამ ეტაპზე არ ვიტყვი, რომ ყველაფერი ძალიან გამართულად არის, მაგრამ ძირითადი პრობლემები მოიხსნა. გარდა იმისა, რომ გააქტიურდნენ კონტრაქტორებიც და ჩვენი სამსახურებიც, ტემპერატურამაც აიწია. დღეს ბარში პრაქტიკულად არსად არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ პრობლემებია მთიან რეგიონებში,” – განმარტა ნოდარ ჯავახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანასტასია ზაუტაშვილის შვილი ბესელიასა და კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს
შემდეგი სტატია“ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება გამომდინარე კლიმატური პირობებიდან”