ნოდარ ჯავახიშვილი: რაღაც გარკვეული საჭიროება გაჩნდა, რომელსაც უახლოეს მომავალში გაიგებთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მინისტრის პოსტზე მისი შეცვლის მიზეზი გარვეული საჭიროება იყო, რომელსაც საზოგადოება მომავალში გაიგებს.

ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„ვერ მივალთ ჩვენ იმ დრომდე, როცა რომელიმე ადგილას ახალი შემართება არ დაგვჭირდება. ასე რომ, არ მგონია უფრო ღრმააზროვანი რამე იყოს. ვფიქრობ, რომ ეს ორი წელი სწორად ვიმუშავეთ და ამას პრემიერ-მინისტრიც ასევე აფასებს. რაღაც გარკვეული საჭიროება გაჩნდა, რომელსაც უახლოეს მომავალში გაიგებთ“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე – სამომავლოდ მიდის თუ არა აუდიტის სამსახურში, ეს ინფრომაცია ნოდარ ჯავახიშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა.

„ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამას გაიგებთ“, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად, ზურაბ ალავიძე დაიკავებს.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება აგრძელებს სირაქლემას პოზაში ყოფნას”- ენმ მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერას არ აპირებს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: რუსთავი 2-ის მომავალი სასამართლოში, ჩემთვის არ არის საინტერესო