ნოდარ ებანოიძე : „რესპუბლიკური პარტია“ ძალიან მიყვარს, მაგრამ დავტოვე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვებას ადასტურებს.

ებანოიძე პარტიიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს.

მისი თქმით, ის საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე პარტიას წერილით უახლოეს მომავალში მიმართავს.

„ფაქტობრივად პოლიტიკური ცხოვრებაში აშკარად კვდომის ნიშნებია. აქედან გამომდინარე, ახლა ტაქტიკა, სამოქმედო გეგმაა მოსაფიქრებელი, როგორ გავაგრძელოთ. მე 27 წელია, პარტიაში ვარ, არავის არ შევყოლივარ და არც არავის მივყვები“, – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

„რესპუბლიკუირ პარტია“ დავით უსუფაშვილმა, თინა ხიდაშელმა, ვახტანგ ხმალაძემ და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს. ასევე „თაიმერის“ ინფორმაციით, პარტიის დატოვებას აპირებს თემურ ნერგაძეც.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე სკანდალურ ინფორმაცია ავრცელებს