აშშ-ში 87 წლის ასაკში ელი ვიზელი – მწერალი, პუბლიცისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, აუშვიცის ყოფილი ტყვე – გარდაიცვალა. ინფორმაცია გუშინ ებრაულმა მედიამ გაავრცელა.
ვიზელი 1928 წელს რუმინეთში ებრაელების ოჯახში დაიბადა. ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვეობის შემდეგ 1950-იანი წლებიდან ცხოვრობდა და სწავლობდა საფრანგეთში. 1963 წელს გადავიდა აშშ-ში. მსოფლიო ცნობადობა მოუტანა პუბლიცისტურმა ნაშრომებმა, რომელიც ომის შემდგომ მოგონებებს და ნაცისტების დანაშაულებების გააზრებას ეხებოდა.