ნობელის პრემია მედიცინის დარგში იაპონელმა ბიოლოგმა იისინორი ოსუმმა მიიღო

77მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია იაპონელმა იისინორი ოსუმმა მიიღო.
პრემია აუტოფაგიის მექანიზმების კვლევისთვის მიენიჭა – ასე ეწოდება უჯრედების “თვითშეჭმის” პროცესს. მეცნიერი ტოკიოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობს.
კაროლინის ინსტიტუტის განცხადებაში, რომელიც ანიჭებს სამედიცინო დარგში ნობელის პრემიას, ნათქვამია, რომ ოსუმის აღმოჩენამ უჯრედის მიერ საკუთარი კომპონენტების გადამუშავების პროცესში ახალი პარადიგმა აღმოაჩინა. მეცნიერების თქმით, იაპონელი კოლეგის აღმოჩენამ მრავალი ახალი კვლევების საშუალება გააჩინა.
ექსპერიმენტებს, რომლის გამოც ოსუმმა მიიღო პრემია, ის 1990-იან წლებში ატარებდა.

მეცნიერი საკუთარ ანგარიშზე 933 000 დოლარს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშილიბიაში ჰოლანდიელი ჟურნალისტი მოკლეს
შემდეგი სტატიაირკუტსკის მოსახლეობამ სახურავზე დაწერა “SOS, პუტინი, დაგვეხმარე”