ნობელის კომიტეტი ბობ დილანს ვერ ურეკავს

შვედეთის აკადემიამ ბობ დილანთან უშედეგო მცდელობების შემდეგ, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს, დარეკვა შეწყვიტა.
“ახლა არაფერს ვაკეთებთ” – განცხადა აკადემიის მუდმივმა მდივანმა სარა დანიუსმა.
“მე დავრეკე და ელექტორნული ფოსტით წერილიც გავაგზავნე მის წარმომადგენლობასთან. მივიღე მეგობრული პასუხები. ჯერჯერობით, ეს სრულებით საკმარისია” – განაცხადა დანიუსმა.
ჯერჯერობით უცნობია, ბობ დილანი პრემიის გადაცემის ცერემონიას, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება, დაესწრება თუ არა. მომღერალს დღემდე პრემიის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემდეგი სტატიაუკრაინაში კონტრაფაქტული ალკოჰოლისგან 63 ადამიანი გარდაიცვალა