ნიუ-იორკში სამგზავრო თვითმფრინავი ჭექა-ქუხილის გამო ავარიულად დაეშვა

ნიუ-იორკში სამგზავრო თვითმფრინავი ჭექა-ქუხილის გამო ავარიულად დაეშვა

American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ნიუ-იორკში ავარიული დაშვება განახორციელა – ABC News-ი ავრცელებს. ინციდენტი დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
თვითმფრინავის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინას როლი-დარემის საერთაშორისო აეროპორტიდან გამოფრინდნენ. თვითმფრინავი ნიუ-იორკში მიფრინავდა, მაგრამ ლა-გუარდიას აეროპორტის ნაცვლად დაშვება ჯორჯ კენედის აეროპორტში განახორციელა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, გაისმა ძლიერი ხმა, რომელიც აფეთქებისას გავდა და დაინახეს ძლიერი განათება. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.

banner
წინა სტატიაში“რუსეთი დაიწყებს ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას და მოსინჯავს, რამდენად შეიძლება სიტუაციის არევა”
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ რუსეთის მხრიდან თითის ქნევას