ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა სუამი-იაპონიის მინისტერიალი

ღონისძიებაში ორგანიზაციის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად პირველად მონაწილეობა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო. აღსანიშნავია, რომ სხდომა სუამი-იაპონიის თანამშრომლობის ფორმატის 10 წლისთავის გათვალისწინებით საიუბილეო ხასიათს ატარებდა.

მინისტერიალის მონაწილეებმა ერთმანეთს მიულოცეს იაპონიასთან თანამშრომლობის ფორმატის 10 წლისთავი, ორგანიზაციის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთებით აღნიშნეს იაპონიის მნიშვნელოვანი როლი სუამის სივრცეში სტაბილურობის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც ხელი შეუწყონ იაპონია-სუამის თანამშრომლობის განვითარებას, ამ მხრივ მზადყოფნა გამოთქვეს მოახდინონ სუამი-იაპონიის თანამშრომლობის პროგრამის ეფექტური იმპლემენტაცია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პროგრამა ქმნის კარგ პლატფორმას სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, კულტურა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სხვა ურთიერთობების განსავითარებლად.

„ეს არის საიუბილეო შეხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას პირველად დაესწრო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენი ქვეყნები და ეს ორგანიზაცია თავაზობს კარგ შესაძლებლობებს იაპონურ ბიზნესს და იაპონიას ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ახალ პროექტებზე მუშაობას, რომელიც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, კულტურული მიმართულებით თანამშრომლობას. ასევე სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გამონახვას.“-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სუამის წევრმა ქვეყნებმა მადლობა გადაუხადეს იაპონიას გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვადასხვა სფეროში სასწავლო სემინარებს ორგანიზებისათვის, ასევე იაპონიის ძალისხმევით სუამის წვერი ქვეყნები მონაწილეობას მიიღებენ „ტურიზმ ექსპო 2017“ რომელსაც მიმდინარე წელს იაპონია მასპინძლობს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოების მინისტრებს ხვდება
შემდეგი სტატია23 სექტემბრიდან პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს