ნიუ-იორკში საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ბესიკ შენგელია დაიღუპა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 3, 2016 19:40

ნიუ-იორკში საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ბესიკ შენგელია დაიღუპა

ნიუ-იორკში, ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი, ბესიკ შენგელია დაიღუპანიუ-იორკში, ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი, ბესიკ შენგელია დაიღუპა.

„მოამბის“ ინფორმაციით, დაღუპულ საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილ სარდალს, ბესიკ შენგელიას სამშობლოში პროცედურების დასრულების შემდეგ ჩამოასვენებენ.

როგორც „მოამბე“ იუწყება, სამართალდამცველების ინფორმაციით, პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, პირველი რანგის კაპიტანს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც საკუთარი ავტომანქანის უკანა სალონიდან ნივთის აღებას ცდილობდა. ინციდენტის შემდეგ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბესიკ შენგელია ბრუკლინში ცხოვრობდა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 3, 2016 19:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics