ნიუ-ჰემფშირში პირველადი მონაცემებით ჰილარი კლინტონი ლიდერობს

ნიუ-ჰემფშირში დაწყებული ხმის მიცემის პირველადი მონაცემებით, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ლიდერობს.

დიქსვილ ნოტჩში სულ შვიდი რეგისტრირებული ამომრჩეველი იყო. მათგან ოთხმა ჰილარი კლინტონს მისცა ხმა, ორმა – დონალდ ტრამპს, ერთმა კი – ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატს გერი ჯონსონს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა ნიუ-ჰემფშირის შტატის რამდენიმე ქალაქსა და სოფელში
ადგილობრივი დროით, 00:00 საათზე დაიწყო. სააჩევნო უბნები გაიხსნა ნიუ-ჰემფშირის დასახლება დიქსვილ ნოტჩში, სადაც მოსახლეობა რამდენიმე ათეულს არ აღემატება.

აღნიშნულ სოფლებში 00:00-ზე ხმის მიცემის პროცედურის დაწყების ტრადიცია 1960 წლიდან არსებობს. მაშინ შუაღამე დიქსვილ ნოტჩის ყველა მცხოვრები, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, სოფლის ერთ-ერთ შენობაში შეიკრიბნენ . ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთში დასრულდა.შტატის კანონმდებლობა უფლებას აძლევს სოფლებსა და ქალაქებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 100 ადამიანს არ აღემატება, გახსნან საარჩევნო უბნები შუაღამეს და დახურონ მას შემდეგ, რაც არჩევნების რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 100% მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურას აშშ-ის სხვა შტატებში, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნება.

1

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ეს არის სანდრას პირადი გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც ჩვენ ვიყავით ინფორმირებული
შემდეგი სტატია“2010 წლის აგვისტოში მიღებული დავალებით ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე 24 საათი უნდა გვეკონტროლებინა”