ნისლის გამო საქართველოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ ჩამოვიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოში ვერ ჩამოვიდა. ძლიერი ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მისი რეისის მიღება ვერ შეძლო.
როგორც თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ კურიერთან საუბარში განაცხადა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დღეს დღის განმავლობაში ჩამოფრინდება და დაგეგმილ შეხვედრებს გამართავს.

მევლუთ ჩავუშოღლუს პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგასთან დილით უნდა გაემართა

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: გიორგი ქადაგიძეს კბილები უკაწკაწებს, როდის გავარდება და შევარდება პოლიტიკაში
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების ნაწილი ერთიანდება