„ნიშნები სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის სახეზეა”- ნანუაშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მომხდარი დაპირისპირება ომბუდსმენსა და უმრავლესობის დეპუტატს ვანო ზარდიაშვილს შორის სახალხო დამცველის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს უჩა ნანუაშვილი.

„ნიშნები სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის სახეზეა. ეს არ არის ახალი დაწყებული პროცესი. არაერთი განცხადება მოვისმინეთ მათ შორის პარლამენტარებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და სამწუხაროდ ეს უკვე ტენდენციის სახით ჩამოყალიბდა,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგონიოში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაყალბი 100 ლარიანების გასაღების ფაქტზე, ორი პირია დაკავებული