ნინო სალუქვაძე : საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმის დიზაინი არ შეიცვლება

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმის დიზაინი არ შეიცვლება – ასე პასუხობენ ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ნაკრების წევრებისთვის შეთავაზებული ტანსაცმლის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

კომიტეტში აცხადებენ, რომ რიო დე ჟანეიროში გამოსასვლელად სპორტსმენებისთვის ტანსაცმლის 3 კომპლექტია დამზადებული. საბოლოო გადაწყვეტილება კლიმატური პირობების შესაბამისად იქნება მიღებული.

ოლიმპიურ კომიტეტში განმარტავენ, რომ არჩევანი სპორტსმენებთან ერთად გაკეთდა. საქართველოს ნაკრები ბრაზილიაში დღეს გაემგზავრება. ოლიმპიადა 5 აგვისტოს იხსნება.

“ეს ფაფანაკი, რომელიც არის ამ კოსტუმში, ყველაზე ლამაზი დეტალია მთელ სამოსში, რომელზეც ატყდა მთელი ამბავი. ეს არის სუფთა ქართული ორნამენტებით შესრულებული და ტრადიციული. რომელს არ მოუხდა ერთი მაინტერესებს, რომელ სპორტსმენ ქალბატონს არ მოუხდა ეს ტანსაცმელი,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ.

banner
წინა სტატიაში(video) თურქეთში ნატოს სამხედრო ბაზის სიახლოვეს ძლიერი ხანძარია
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება