ნინო მამუკელაშვილის ფეისბუქპოსტს გოჩა მირცხულავა ეხმაურება-ეს არის მტკნარი სიცრუე

მოსკოვში, 2012წელს, 9ივლის, დილით, ადრე, გარდაიცვალა უდიდესი მევიოლინე მარინე იაშვილი.როგორც ეს ამბავი გახდა ცნობილი, რამდენიმე საათიში ოჯახში მივიდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და მოითხოვა,რომ ქართული კულტურის საგანძური, ანტონიო სტრადივარის ვიოლინო, მისთვის გადაეცათ (ამ ვიოლინოთი მარინა იაშვილი 65წელი სარგებლობდა და ჰქონდა დიდი ხნის წინ შეთავაზება რომ შეესყიდა,რაზედაც მან უარი განაცხადა,რადგან უნდოდა რომ მის მერე ნიჭიერი მევიოლინესათვის გადაეცათ). გაფორმდა გადაცემის ხელშეკრულება და ამის მერე სტრადივარის მრავალ მილიონად შეფასებული ვიოლინო არავის არ უნახავს! რატომ არავინ არ დაინტერესდა ვიოლინოს ბედით, არც კულტურის სამინისტრო და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო? ჯერ ერთი რომ ყუთში უმოქმედოთ მყოფი ვიოლინო გამოუსადეგარი ხდება და კარგავს თავის თვისებებს, ეჭვია რომ ვიოლინო გატანილია საზღვარ გარეთ და დიდი ხნის გაყიდულია!

ქალბატონი ნინო მამუკელაშვილის სტატუსს გამოეხმაურა მარინე იაშვილის და ქალბატონი ირინე იაშვილი:

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნ. მამუკელაშვილს, ამ პოსტის გამოქვეყნებისთვის. მარინე ჯერ დაკრძალული არ გვყავდა, როცა კულტურის სამინისტროდან დამირეკეს: ნ. რურუას ბრძანებით გირეკავთ და გთხოვთ ვიოლინო დააბრუნეთ. დაგვაცალეთ-მეთქი, – ვუპასუხე გაოგნებულმა და მალეც წაიღეს კიდეც! გასაოცარია, რომ არავის არ აინტერესებს სად არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ასე უყვარდა ჩემს დას!!

 

“ეს არის მტკნარი სიცრუე. ჯერ კიდევ 2014 წელს ამის შესახებ კერძო პირმა მომაწოდა ინფორმაცია. მაშინვე გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ სამინისტრო მოიქცა სრულიად კანონიერად, რადგან ეს ვიოლინო არის საქართველოს კუთვნილება – გამორთმევის ვადებზე ნუ ვისაუბრებთ და მორალურად რა არის სწორი. (ახლა როგორც ვხდები სწორიც იყვნენ)/ ვიოლონი წამოიღო ბატონმა გივი შუღაროვმა და იმ პერიოდისთის ანუ 2014 წელს იყო მოსკოვში ჩვენს წარმომადგენლობაში. შესაბამისად, რა შუაშია ნიკა რურუა და ან რომელიმე მინისტრი? იქნებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia და კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა გააკეთონ ამ საკითხზე კომენტარი. ასე ადვილად ადამიანისთვის – ანუ ქვეყნისთვის ლაფის სროლა არ შეიძლება. და იქნებ ოჯახს მადლობა ეთქვა, არა რომელიმე ჩინკოსნისთვის, არანმედ საქართველოსთვის, რომ ქალბატონი მარინა წლების განმავლობაში სარგებლობდა ამ ეროვნული საგანძურით? ძალიან ძნელი იყო იმის გარკვევა სად არის ვიოლინო? თუ რურუამ ან რომელიმე სხვა ჩინოსანმა ასე ჩუმად გაყიდა და ფული ჩაიჯიბა? მოკლედ ასეა და ქალბატონი მამუკელაშვილი ან შეცდომაშია შეყვანილი ან მიზანმიმართულად ტყუის რაც ძალიან ცუდია.

P.S. რატომ არ ჩამოიტანეს თბილისში? გიპასუხებთ – ვერ! არ განვმარტავ რატომ. მგონი რუსი მებაჟეებისა და ხელისუფლების მტაცებლური ბუნების შესახებ არ დამაწყებინებთ საუბარს. არ შეიძლებოდა ამის აფიშირება ნამდვილად, მაგრამ დავწერე და ჰა –
დამარხვრჩეთ ახლა-აცხადებს   საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა.

 

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ გუტაში თებერვლიდან 600-მდე ადამიანი დაიღუპა