ნინო ლომჯარია – სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან საუბარი არ ისურვა

სახალხო დამცველის ინფორმაციით, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან საუბარი არ ისურვა.
“ჩემი თხოვნით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენებმა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული პირი საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულეს, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მან არ ისურვა თუნდაც იმ განცხადებების დაოქმება, რაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გააკეთა. ჩვენი მხრიდან ინტერესი იყო, თუმცა ბრალდებული ჩვენთან კომუნიკაციაზე არ წამოვიდა“, – განაცხადა ლომჯარიამ პარლამენტის სხდომაზე.
პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს.

6 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, ასევე მათი 4 წლის ვაჟი, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. რამდენიმე დღეში კი, მათი ცხედრები იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი კონფლიქტის ნიადაგზე დახოცა. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – საქართველო ევროკავშირის საიმედო მოკავშირედ რჩება
შემდეგი სტატიაომბუდსმენი საგამოძიებო მასალებზე წვდომის უფლებას ითხოვს