ნინო ლომჯარია : “ბედუკაძის პარტიას უნდა გაუუქმდეს წინასაარჩევნო რეგისტრაცია”

ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას პირდებიან. აღნიშნული საარჩევნო კლიპი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა.

ფაქტს მწვავე შეფასებები მოჰყვა საზოგადოებაში. არასამავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის გამო ბედუკაძის პარტიას გაუუქმდეს წინასაარჩევნო რეგისტრაცია უნდა გაუუქმდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები საქალაქო სასამართლოს ორი დღის წინანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მათი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სამართლიანმა არჩევნებმა პარტიის წინასაარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება ცეესკო-სგან უკვე მოითხოვა.

“შევიტანეთ ცესკო-ში საჩივარი და ვითხოვთ, რომ უკანონო აგიტაციის გამო დაჯარიმდეს აღნიშნული პარტია და შესაბამისად აიკრძალოს ამ ტიპის რეკლამის გავრცელება და ასევე სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, სადაც ვითხოვთ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის გამო ამ პარტიას გაუუქმდეს წინასაარჩევნო რეგისტრაცია,“ – განაცხადა სამართლებრივ საკითხებშისამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა, ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში “უბლოკო სტატუსის” შესახებ ინიციატივას განიხილავენ
შემდეგი სტატიასირია-თურქეთის საზღვარზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა