ნინო ჯანგირაშვილი: ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი

„ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი,“ – აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესაძლო გატაცების საქმეს გადაცემა არჩევანში ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, აფასებს.

ჯანგირაშვილი ქვეყანაში არსებულ დაუცველობის შეგრძნებაზე საუბრობს.

„კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ეს ქვეყანა იმართება ძალიან არაფორმალური მეთოდებით. როდესაც ასეთი არაფორმალური მეთოდებით წყდება ასეთი რამ, ადამიანის გატაცება და გადაცემა, ჩვენ ასე სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ჩვენ საბოლოოდ უნდა გადავწყვიტოთ, რა სახელმწიფოში ვართ. ვართ იმ სამყაროში, სადაც ადამიანის უფლებები არაფერი არ არის, თუ მივდივართ იმ სამყაროსკენ, სადაც ადამიანს უფლებები არის ფასეულობა. სამწუხაროდ, მე არ მრჩება კითხვები, რომ ეს იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება. მე მაშინებს ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ ვართ დაცული,“ – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ილდირიმი: გერმანელებმა როგორც უნდათ ისე ქნან
შემდეგი სტატია(video) ლეილა მუსტაფაევა:გატაცებიდან ერთ კვირის შემდეგ მას და მის ადვოკატს არ აქვთ ინფორმაცია