ნინო გვენეტაძე: თბილისის საქალაქო სასამართლო მზად არის მოწმეთა დაკითხვა ახალი წესით განახორციელოს

„ერთობა“ - ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?!

თბილისის საქალაქო სასამართლო მზად არის მოწმეთა დაკითხვა ახალი წესით განახორციელოს, – ამის შესახებ მართლმსაჯულების სახლში მიმდინარე მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით კონფერენციაზე მოხსენებით გამოვა და მოსამართლეებს ინფორმაციას მიაწვდის ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

“მოვასწარით და თბილისის საქალაქო მზად არის უკვე მოწმეთა მიღებისა და დაკითხვისთვის. ხვალ კიდევ ერთი მოსამზადებელი ტრენინგი გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო კორპუსი მზად არის კანონის ახალი მოთხოვნები განახორციელოს”, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

რაც შეეხება კონფერენციას, რიგგარეშე მე-17 კონფერენციაზე ორი საკითხი განიხილება. ერთ-ერთი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევა, რომელმაც ზაზა მეიშვილი უნდა ჩაანაცვლოს. ზაზა მეიშვილს როგორც ცნობილია მარტში 10 წლიანი მოსამართლეობის ვადა ეწურება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.

banner
წინა სტატიაშირუსეთ-თურქეთის ომის რისკი იზრდება- ობამა თურქ კოლეგას ესაუბრა
შემდეგი სტატია“თქვენ გინახავთ სია? არც მე”- ნარმანია ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მის სავარაუდო ჩასმას უარყოფს