ნინო გვენეტაძე მოსამართლე ურთმელიძეს, სავარაუდოდ, ორშაბათს შეხვდება

ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ელოდებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს დილით საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენტაძემ, დაუდასტურა.

გვენეტაძის თქმით, მას ესმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და შეეცდება, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ორშაბათს მიწვეულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და გვენეტაძეს იმედი აქვს, რომ ის დაესწრება დაგეგმილი შეხვედრას, რათა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე შუახევის გამგებლის მოადგილე დააკავეს
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-ის შენობასთან კარვებია გაშლილი