ნინო გვენეტაძე მანანა კობახიძის განცხადებას პასუხობს (ვიდეო)

„ერთობა“ - ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?!

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის იმ განცხადებას პასუხობს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონფერენციაზე ნინო გვენეტაძის არყოფნა ეხებოდა და სადაც ვიცე-სპიკერმა თქვა , რომ “ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ”. გვენეტაძემ პირველი კომენტარი ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა. გადაცემა “პრიორიტეტებში” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რაზე მიანიშნებს კობახიძე. გვენეტაძის თქმით, მისი მივლინება იყო ოფიციალური მივლინება და არანაირი ხელოვნური გაგრძელება არ ყოფილა. მისივე თქმით, მას ხელისუფლების ყველა შტოსთან დაკავშირებით აქვს თანამშრომლობა.

 

https://www.youtube.com/watch?v=NYY29Lm7VGI&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში1990 წელს გადაღებული მელოდრამის „ლამაზმანის“ გაგრძელებას გადაიღებენ
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე მოსამართლეების ტესტირებასთან დაკავშირებულ სკანდალთან კავშირს უარყოფს