ნინო გვენეტაძე: კონკრეტულად მე არავითარი ზეწოლის ქვეშ არ ვყოფილვარ

„ერთობა“ - ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?!

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, როდესაც ის მუშაობდა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებულ სიაზე, თავად არავითარი ზეწოლის ქვეშ არ ყოფილა, – ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ ის იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც შეადგინა პოლიტპატიმრების სია და იყო თუ არა მაშინ მასზე ისეთი ტიპის ზეწოლა, რაზეც დღეს ალეკო ელისაშვილი საუბრობს.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ელისაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს და უპასუხებს მხოლოდ პოლიტპატიმრების თემაზე დასმულ შეკითხვას.
“მე გახლდით მიწვეული ექსპერტის რანგში, სამუშაო ჯგუფში. კონკრეტულად მე არავითარი ზეწოლის ქვეშ არ ვყოფილვარ. ეს იყო ძალიან დატვირთული, შრომატევადი, საპასუხისმგებლო სამუშაო, სადაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი დასკვნებით და შეფასებებით შემოვიფარგლებოდით. გადაწყვეტილებას იღებდა შესაბამისი კომიტეტი და შემდეგ პარლამენტი”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
უზენაესი სასასმართლოს თავმჯდომარემ ასევე უარყო ის ინფორმაცია, თითქოს თანამდებობის პირები რაიმე ტიპის რეკომენდაციებს გასცემდნენ.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამამ ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მიიწვია
შემდეგი სტატიახელოვნური ინტელექტის შესაქმნელად მილიარდი დოლარი გამოიყო