ნინო გვენეტაძე – ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს

news
: news თებერვალი 23, 2016 19:39 განახლებულია

ნინო გვენეტაძე – ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს

მნიშვნელოვანი

  • ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებთან შეხვედრამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სხვა სტატიები

ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებთან შეხვედრამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ახვლედიანის თემაზე კომენტარს არ გააკეთებს. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოში მიმდინარე შეხვედრას, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეს შეხვედრა მენეჯმენტის პრობლემებთან დაკავშირებით და საქმეთა განაწილების თემაზე გაიმართება.

“ამ საკითხებზე მოსამართლეების პოზიციებს მოვისმენთ. ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს. მენეჯმენტი და ორგანიზება სწორი უნდა იყოს, საქმეთა განაწილება უნდა მოხდეს წესის მიხედვით. ამით უნდა დავაკმაყოფილოთ მოსამართლეების მოთხოვნები”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

გვენეტაძესთან ერთად მოსამართლეებთან შეხვედრას ესწრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ებანოიძე.

news
: news თებერვალი 23, 2016 19:39 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics