ნინო გიორგობიანი: პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, საქართველოში უსაფრთხოების ზომებია მიღებული

პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
“პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე”, – განაცხადა გიორგობიანმა.
გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და საფეხბურთო სტადიონს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშითვითმხილველები აცხადებენ, რომ ტერორისტები თეატრში შეჭრისას, “ალაჰ აქბარს” ყვიროდნენ
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი: ამ ტერაქტს პასუხი ყველამ ერთად უნდა გავცეთ