ნინო გევენეტაძე: ვამაყობ, რომ თემურ ტუღუშის კანდიდატურა წარვადგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალი მოსამართლე, თემურ ტუღუში შეაფასა და მას მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი უწოდა. მისი განცხადებით, ტუღუშთან დაკავშირებით შეფასებები, თითქოს მოსამართლეს მმართველი გუნდი ლობირებს, კატეგორიულად მიუღებელია.
„თემურ ტუღუში პირადად მე შევარჩიე და ამაყი ვარ, რომ ასეთი კადრი წარვადგინეთ მოსამართლედ. ეს ადამიანი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში, მან კარგად იცის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოება და თავად უშუალოდ მონაწილეობდა გადაწყვეტილების პროექტების შექმნაში“ – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

2 ოქტმობერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ახალი მოსამართლე დადებს ფიცს. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრებიან.
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს გუშინ გაუვიდა უფლებამოსილების ათწლიანი ვადა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს, პირელი კოლეგიის მოსამართლეებს კონსტანტინე ვარძელაშვილსა და ქეთევან ერემაძეს, ასევე მეორე კოლეგიის მოსამართლეს ოთარ სიჭინავას პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და უზენაესი სასამართლოს კანდიდატი თემურ ტუღუში ჩაანაცვლებენ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისი დაარბიეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი პუტინის ხელის ბიჭია, მას ჩემი საქართველოში ჩასვლის პანიკურად ეშინია