ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ერთადერთი მიზანი არჩევნების შედეგების და ხმების დაცვაა

ოპოზიციური პარტიები ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მისვლისკენ მოუწოდებენ. როგორც სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გამართულ ბრიფინგზე ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ოპოზიციური პარტიების ერთადერთი მიზანი არჩევნების შედეგების და ხმების დაცვაა.
”მინდა ჩვენ საზოგადოებას ვუთხრა, რომ უპრეცედენტოა, როდესაც სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ხედვების, პოლიტიკური ორიენტაციების მქონე პარტიები შეიკრიბნენ ერთად. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, ყველას მინდა ვუთხრა, ერთადერთი მისია რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენი მიზანია დავიცვათ არჩევნები და თქვენი ხმები. მოვუწოდებ ყველა პარტიის მხარდამჭერს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკო იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც უბანი, რომელზეც ხმა პრეზიდენტმა მისცა, დაგვიანებით გაიხსნა
შემდეგი სტატიაარჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში