ნინო ბურჯანაძე: უნდა დამთავრდეს ქუჩაში გამოსული ხალხის მოღალატეებად გამოცხადება

ბათუმში მიმდინარე მოვლენებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა. ბურჯანაძის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამთავრდეს ყველა ხელისუფლების მიერ ქუჩაში გამოსული ხალხის მოღალატეებად გამოცხადება.

„სამწუხაროა რომ ასე განვითარდა მოვლენები, და ასე დაიძაბა ვითარება. ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის რომ ასე არ იძაბებოდეს სიტუაცია. განცხადებები რომლებსაც მე ვისმენ მთავრობის მხრიდან, გამოძიების დაწყებამდე,როცა იმ ადამიანებს ვინც იქ იყვნენ ყველას განურჩევლად ქვეყნის მტრებად და მოღალატეებად აცხადებენ, კატეგორიულად მიუღებელია და ეს გზა ქვეყანას სტაბილურობისკენ ვერ მიიყვანს.

ყველაზე მეტად შემაშფოთა ბათუმლების და აჭარლების მიერ გახმოვანებულმა პრეტენზიებმა საპატრულო პოლიციის და კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ. ისინი გულის ტკივილით და აღშფოთებით აცხადებდნენ რომ მათ შეურაცხყოფას აყენებენ, ეძახიან თათრებს.

ქართველების დაყოფა არავის უნდა ეპატიოს და ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გამოიძიოს თუ რომელიმე უგუნური წარმომადგენელი ხელისუფლების მხრიდან მართლაც ყოფს ქართველებს, ის სასტიკად უნდა დაისაჯოს, თუ ამას ვინმე აბრალებს მეორე მხარეს, არც ის უნდა დარჩეს დაუსჯელი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი თემაა და ამ საკითხის იგნონირება მხოლოს ურთულესი პრობლემების წინაშე დაგვაყნებეს.

ეს არის ძალიან შემაშფოთებელი სიგნალი და შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები გამოიღოს, თუ ხელისუფლებამ ადექვატური რეაგირება არ განახორციელა.

ხელისუფლებას რომ დროულად მიეღო ზომები და ადექვატურად ემოქმედა დარწმუნებული ვარ ვითარება განიმუხტებოდა,”-განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ბორჯღალოსნები” რუსეთის ნაკრებს ამარცხებენ
შემდეგი სტატიაეს იყო მართული ქაოსი, რომლის უკანაც სავარაუდოდ, სპეცსამსახურები დგანან – პაატა დავითაია