ნინო ბურჯანაძე: ქვეყანა არის საფეოდალო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია

ქართული ანდაზაა,

ქვეყანა არის საფეოდალო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, სტრუქტურები არის ჩამოშლილი, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
კითხვაზე – უნდა თუ არა მას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ახლა არ უნდა, რადგან აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე რუსული ჯარი დგას, ხოლო მეორე ნაწილში ნატო-ს ჯარის დადგომა ქვეყნის ორად გაყოფას ნიშნავს.
“ახლა არ მინდა იმიტომ, რომ როდესაც რუსული ჯარი დგას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, მეორე ნაწილში რომ დადგეს ნატო-ს ჯარები, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ორად გაიყოფა, უკვე საბოლოოდ, ძალიან დიდი ხნით და შეიძლება ქვეყანა ორი სუპერ ძალის დაპირისპირების პოლიგონად იქცეს. გარდა ამისა, პოლიტიკაში ასეთი კატეგორიებით – მინდა, არ მინდა, ვოცნებობ და ნეტა იქნებოდეს – ქვეყნის მართვა და გადაწყვეტილებების მიღება, უბრალოდ კატასტროფაა ქვეყნისთვის”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები, სტრუქტურები არის ჩამოშლილი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, უშიშროების საბჭო ფეხქვეშ არის გათელილი.
“ვიდრე აქ მოვიდოდი 2 საინფორმაციო გამოშვებას ვუყურე დღეს, რომელ ნატო-ში შესვლაზე ვსაუბრობთ, ეს ქვეყნა და სახელმწიფოა საერთოდ?! ქვეყანა არის საფეოდალო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, სტრუქტურები არის ჩამოშლილი, სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ არის გათელილი. უშიშროების საბჭო, რომელიც კონსტიტუციური ორგანოა, ფეხქვეშ არის გათელილი, სადაც პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა არ არსებობს, სადაც პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ურთიერთობა არ არსებობს და ა.შ.”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
როგორც “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა აღნიშნა, საქართველო იმაზე დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე წარმოგვიდგენია.
“ჩვენდა სამწუხაროდ ეს არ არის ქვეყანა, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ იმაზე დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ჯერ სახელმწიფო უნდა გახდე და მერე შეგიძლია ილაპარაკო, რომ რომელიმე ორგანიზაციის წევრი გახდები, ან არ გახდები. ჩვენ სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ და ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების განხორციელება არ ხდება, მათ შორის, არც ნატო-სთან, არც ევროკავშირთან მიმართებაში. ახლა გვითხრეს, რომ ნატო-ში ერთი კალათიდან მეორეში გადაგვდეს და ეს უნდა გვიხაროდეს. ეს კომუნიკე თურმე ჩვენთვის ძალიან კარგი ყოფილა. მონტენეგროს მიღება ჩვენთვის გადასარევი ყოფილა და ახლა უნდა ვიოცნებოთ, მონტენეგროს მივბაძოთ და მონტენეგრომ რაღაცა გვასწავლოს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ძალიან კარგი იქნება თუ პოლიტიკური სპექტრი გამოფხიზლდება, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი არ გამოფხიზლდება “იმიტომ, რომ მათთვის ნატო-ს წევრობაზე ლაპარაკი და ე.წ. პროდასავლური ორიენტაცია არის კვების წყარო, ხელისუფლებაში დარჩენის წყარო”.
“ნატო-ში გაწევრიანებას უმრავლესობა არ ემხრობა თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებმა დაინახეს, რომ ეს აარარეალისტურია და არის აბსოლუტურად ყალბი მოლოდინები”, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში„ნიკორა“-ს დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი დაკავებულია
შემდეგი სტატიაკალიფორნიაში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა