ნინო ბურჯანაძე ხმების გადათვლას ითხოვს

უკვე გამზადებული გვაქვს 200 სარჩელი სასამართლოში წარსაგენად, დღის ბოლომდე გამზადდება კიდევ დამატებით. ჩვენ ვითხოვთ ხმების გადათვლას, – განაცხადა “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ის შეხვდა ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომელსაც ის დოკუმენტებიო გადასცა, რომელთა საფუძველზე ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგების გადახედვა შეიძლება დადგეს დღის წესრიგში.

„შემიძლია რამდენიმე ინფორმაცია მოაგწოდოთ -ოქმების მთელი დასტა ვაჩვენე ბრიფინგზე გუშინ, საბურთალოს რაიონში 80 უბნიდან 40 უბანი არის დაუბალანსებელი,მთაწმინდის 31 უბნიდან 30 ოქმი არის დაუბალანსებელი. ვაკეში ნახევარი ოქმები არის დაუბალანსებელი, სამგორში 104 უბნიდან 67 არის დაუბალანსებელი. დაუბალანსებელში ვგულისხმობ იმას, რომ მოსული არის გარკვეული რაოდენობა, ხოლო ხმა მიცემული აქვს მოსულ რაოდენობაზე მეტს. ესეიგი ჩაყრილია ბიულეტინი ხომ? როგორ შეიძლება ეს ასე განსხვავდებოდეს. ასევე არის გურიაში, სამეგრელოში და ყველა რაიონში“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

პარტიის ლიდერის თქმით, იმას, რომ მათ მეტი ხმა აქვთ აღებული, ადასტურებს აჭარის მონაცემები, სადაც “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობას“ 7%-მდე აქვს აღებული.

„გადაამოწმეთ, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე პარტიის მხარდაჭერის აჭარის მომაცემები და დანარჩენი საქართველოს მონაცემები ორჯერ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. როგორ, აჭარაში 7-მა პროცენტმა მოგვცა ხმა და დანარჩენ საქართველოში ნახევარმა? უბრალოდ იცოდნენ, რომელ უბანზე უნდა გაეყალბებინათ, რომელ უბნებზე უნდა ემუშავათ“,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ქუთაისის გარკვეულ უბნებში არჩევნები გაყალბდა