ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის არაფერი გააკეთა

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის არაფერი გააკეთა.
„ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ხელისუფლებამ თითქოს დიდი მოწყალება გაიღო, როდესაც 50%-იანი ბარიერი დააწესა, მე ამას ხელისუფლებას პოზიტივად არ ვუთვლი, იმიტომ რომ აქაც გარკვეულწილად ხელისუფლების ინტერესი დევს. დღეს ხელისუფლების გუნდი ალაპარაკდა იმაზე, რომ შესაძლოა მეორე ტური იყოს, ეს სრულიად ბუნებრივია იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, არა თუ შესაძლო, არამედ აუცილებლად იქნება მეორე ტური პრაქტიკულად ყველა რაიონში. ხელისუფლებას ძალიან სუსტი პოზიციები აქვს და რაც არ უნდა ილაპარაკოს ფაქტია, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური და სახელისუფლო კრიზისი. ფაქტია ისიც, რომ მოსახლეობამ დაინახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა ქართველი ხალხი და პრაქტიკულად არც ერთი დანაპირები არ შეასრულა“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ლაპარაკი იმაზე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს სახელისუფლო გუნდი, უბრალოდ სასაცილოა.

„მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება: თუ ისინი გადაწყვეტენ ასეთი მასშტაბის გაყალბებას, ისინი ძალიან მძიმე შედეგებს მიიღებენ და ეს იქნება ქვეყნისთვის ცუდი. პრაქტიკულად ყველგან ხელისუფლებას აქვს ძალიან რთული მდგომარეობა, ძალიან მძიმე პოზიციები და როგორც ჩანს ეს ხელისუფლებაში ბოლოს და ბოლოს გაიგეს“, -აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: თითოეულ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული, აუცილებლად ვიხილავთ საქართველოში
შემდეგი სტატიარობი უილიამსის კონცერტზე დასასწრები ბილეთები ვებგვერდ tkt.ge-ზე 15 აპრილიდან გაიყიდება