ნინო ბურჯანაძე: ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირს რადიკალურად შეცვლის

დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები შეაფასა ნინო ბურჯანაძემ. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის განცხადებით, გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეცვლის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის შედეგები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესების პროცესს შეაფერხებს.

“ბრიტანეთის გადაწყვეტილება შეცვლის ევროკავშირს რადიკალურად. შეიცვლება შესაბამისად ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაც, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც. როგორც ჩანს ევროპა ვეღარ მოიცლის უკრაინის, საქართველოს და სხვა მსგავსი ქვეყნებისათვის და ვიზალიბერალიზაციაზეც ლაპარაკი არაეფექტური და არარეალისტური იქნება. ჩვენი მიზანია და უნდა იყოს ნებისმიერი ორგანიზაცია და ნებისმიერ ორგანიზაციასთან ურთიერთობა გამოყენებულ იქნას ქვეყნის ინტერესების განსახორციელებლად,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშისავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2.320 ლარია
შემდეგი სტატია(video) ,,ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცი“ კიწმარიშვილის სახლთან – პროკურატურა ვიდეო-ჩანაწერს ავრცელებს