ნინო ბურჯანაძე: აბაშიძე-კარასინის ფორმატი ეფექტური არ არის

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მიმართავს ნუ ამადლის რუსეთს აბაშიძე-კარასინის ფორმატში ლაპარაკს.

გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს. გამარტივებული ვიზები და ღია ბაზარი კი სჭირდება საქართველოს მოქალაქეებს და არა რუსეთს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამ ეტაპისთვის ეფექტური არ არის.

„მთელი მსოფლიო ელაპარაკება, მთელ მსოფლიოს სჭირდება ამ ქვეყანასთან დღეს ნორმალური ურთიერთობა. და თავის დამადლებას თავი დაანებეთ. ჩვენი ჯარი კი არ დგას კრასნოდარის მხარეში, რუსეთის ჯარი დგას საქართველოს ძირძველ მიწაზე, აფხაზეთში, სამაჩაბლოში. ჩვენ მოქალაქეებს სჭირდებათ რუსეთთან მოლაპარეაკება, სავიზო რეჟიმის გამარტივება, რუსეთის ბაზარი. გასაგებია, რომ ხელისუფლებას ეს არ გაწუხებთ, რადგან ძალიან თბილად და ძალიან კარგად მოეწყვეთ, მაგრამ საარჩევნო წელს მაინც თუ იფიქრებთ ხალხზე, ძალიან კარგი იქნება“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილი “ნიუ იორკ თაიმსის” კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიატერაქტების საფრთხის გამო ევროკავშირი საზღვრების კონტროლს აძლიერებს