ნილს სკოტი : შეიძლება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო ჟურნალისტის ნათქვამს, მაგრამ ძალადობა მიუღებელია

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ნილს სკოტის განცხადებით, ის, რაც გუშინ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია.

მისი თქმით, შესაძლებელია, ჟურნალისტის ნათქვამს დაეთანხმო ან არა, მაგრამ ძალადობა დაუშვებელია.

„შეიძლება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო იმას, რაც ჟურნალისტმა თქვა, მაგრამ ძალადობას აქ არავითარი ადგილი არ უნდა ჰქონდეს და ასეთი ქმედება მიუღებელია. ჩემი ინფორმაციით, ჟურნალისტის ნათქვამთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ში შიდა პროცედურა მიმდინარეობს და ეს ძალიან კარგია, რომ ეთიკურ საკითხებს ტელევიზია თავად აგვარებს.

ასევე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევას მკაცრ ყურადღებას მიაქცევს და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განმეორებას არ დაუშვებს. მედიაში, რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მეორეს მხრივ, მედიას, თავისი გარკვეული შეზღუდვები უნდა ჰქონდეს, რეგულაციები რა არის ეთიკური და რა არა. ამის მოგვარება ძალადობრივი გზით ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა ნილს სკოტმა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
შემდეგი სტატიაშსს ინფორმაცია „დინამო არენას“ ტერიტორიაზე ავტომობილში აღმოჩენილი ნივთის შესახებ