ნიკოლას ბერლინერი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კონფლიქტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი ხელოვნური დაყოფის და დანაწევრების, ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერიმ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას აღნიშნა.

”ეს ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თავისებური ნუსხაა იმის შესახებ, თუ რა მიგვაჩნია ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად. ამაზე გაკეთდა ანგარიში, რომელიც შეეხებოდა ადამიანის უფლებებს. ახლის დამატება არ შემიძლია. რაც შეეხება კონფლიქტებს, რასაკვირველია, ჩვენს ანგარიშში ამან ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი ხელოვნური დაყოფის და დანაწევრების. ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე, მათ სიცოცხლეზე და ეს ყველაფერი უკვე შესაბამისად აისახა აღნიშნულ დოკუმენტში”, – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

banner
წინა სტატიაშიმედიისათვის პარტია “ქართული ოცნების” შიდა კვლევები ხელმისაწვდომი გახდა
შემდეგი სტატიაNDI-ის დირექტორი: ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოკითხვებს არ ენდობიან