ნიკოლ პაშინიანმა სომხეთის ძალოვან სტრუქტურებში წმენდა დაიწყო

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ საკსიანმა ეროვნური უშიშროების სამსახურის და პოლიციის ხელმძღვანელები დაითხოვა – პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. იმავე დღეს პრეზიდენტმა ახალი ხელმძღვანელები დანიშნა, რომელიც მას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა შესთავაზა. “პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრ პაშინიანის წინადადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის გეორგი კუტოიანისა და პოლიციის ხელმძღვანელის ვლადიმირ გასპარიანის სამსახურიდან განთავისუფლებსი შესახებ” – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. აღნიშნულ თანამდებობებზე დაინიშნნენ არტურ ვანეციანი და ვალერი ოსიპიანი.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა “ნოვიჩოკს” აწარმოებდა
შემდეგი სტატიახანძარს თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა