სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საგანგებო სესიაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.
მანამდე პარლამენტში სიტყვით – ხავერდოვანი რევოლუციის ავტორი და სახალხო მოძრაობის ლიდერი ნიკოლ პაშინიანიც გამოვიდა.
სესიას კი დიდ ეკრანზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები ადევნებენ თვალს, სადაც აქცია-კონცერტიც იმართება. აქციის მონაწილეები პრემიერად ნიკოლ პაშინიანის დამტკიცებას ითხოვდნენ.