ნიკი ჰეილი: ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ქმედება განადგურდება

გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ თუ შეერთებულ შტატებს მოუწევს თავი დაიცვას ან დაიცვას მოკავშირეები ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ქმედებების აღსაკვეთად, ეს უკანასკნელი განადგურებული იქნება.” ჩვენ ყველას ეს გვესმის და არავის არ სურს ამის გაკეთება”, – განაცხადა მან.
ჰეილის თქმით, აშშ აპირებს გამოიყენოს დიპლომატიური მეთოდები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი კონფლიქტის მოსაგვარებლად. “თუ ამან არ იმუშავა, საქმეს გენერალი მეტისი მიხედავს”- თქვა ჰეილიმ.
გაეროში აშშ-ს წარმომადგენელის კომენტარს დასავლური მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი და ერდოღანი ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმის საკითხს განიხილავენ
შემდეგი სტატიასაქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანა ხდება