ნიკი ჰეილი – აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 16 აპრილს გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 16 აპრილს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკი ჰეილიზე დაყრდნობით CBS News -ი ავრცელებს.

„ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ხვალ გამოცხადდება“,- განაცხადა ჰეილიმ CBS-ის ეთერში.

ნიკი ჰეილის თქმით, სანქციები იმ საწარმოებს შეეხება, რომლებიც ასადს ტექნოლოგიებს აწვდიან.

მანამდე გაზეთმა „კომერსანტმა“ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაFacebook-მა ცუკერბერგის დაცვაზე მილიონობით დოლარი დახარჯა